Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჰადესი’

ამასობაში საღამომ მოაწია. ნიმფებმა საგულდაგულოდ დამბანეს, ნიკაპზე ჩამოზრდილი წვერი შემისწორეს და სანამ მასაჟს დაამთავრებდნენ ჩრდილოეთ  ფლიგელში მსახური ვაფრინე. ნორჩ ვალკირიას ბიბლიოთეკაში ვიწვევდი პრივატულ თათბირზე ვახშამთან ერთად.

ბიბლიოთეკაში შესვლისთანავე თვალში მეცა ვალკირიას დიდი რუდუნებით დახვეული წაბლისფერი დალალები, მკერდზე აფარებული ლითონის მოოქროვილი თხელი ფირფიტა და მოოქროვილივე მუხლამდე გამაშები.

სიკვდილის ღმერთი რომ არ ვიყო ამ სილამაზის დანახვაზე ნაზი გრძნობები მომაწვებოდა, ვინძლო თვალის უპეებიც დამნავოდა, მაგრამ სიბნელით და ხრწნით ამოვსებულ გონებაში სენტიმენტებს ადგილი არ დარჩენოდათ.

ვალკირია ცბიერი ღიმილით დაბალ მაგიდაზე გაშლილ სუფრასთან მივიწვიე და დახვეწილი მოძრაობით ოლიმპოს მარნებში დაყენებული ღვინო გავუწოდე.

-საბჭომ გადაწყვიტა, რომ თქვენს შემოთავაზებას დასთანხმდეს – ვთქვი მე.
-საბჭომ? – გადაიკისკისა ვალკირიამ – რა სასაცილოები ხართ.
-უბრალოდ ბრძენნი ვართ – შევეპასუხე დელიკატური ღიმილით – სწორედ ეს სიბრძე გვეუბნება, რომ თქვენ ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ხართ ვალკირიათა მთელ მოდგმას შორის.
-საქმეც ის არის, რომ მე ვალკირია არ ვარ.

თახვის შებრაწული ბარკალი ყელზე დამადგა. სასწრაფოდ ღვინო მოვსვი და სტუმარს მივაშტერდი.

-და ვინ ხარ?

პასუხის გაგონებაც არ მინდოდა. თუ მოკვდავი იყო და ჩემ სამფლობელოში შემოაღწია ეს იქნებოდა უდიდესი სირცხვილი ოლიმპოს ისტორიაში. დიდებული და მრისხანე ჰადესის ავტორიტეტი გაცამტვერდებოდა. ვინძლო  დიონისეს დარი ლოთბაზრების დასაცინი გავხმდარიყავი.

-არ მეტყვი ვინ ხარ? – ფიალა მაგიდაზე დავდე.
-შენი შვილი!

ამ დროს სასახლის ეზოში საზარელი კივილი ატყდა. არკოლის რაზმი საქმეს შედგომოდა.

უცბად ნორჩი ვალკირია უმწეოდ დაიკლაკნა და ხრიალი ამოუშვა. ნატიფ, თლილ თითებს ყელზე იჭერდა. თვალები ჩაუწითლდა, ტუჩის კუთხიდან ღვინის ფერმა დორბლმა გამოჟონა. როგორც ჩანს ოლიმპოელი ალქიმიკოსების მომზადებული შხამი სწრაფად მოქმედებდა.

-ეი მანდ – ვიღრიალე განწირულმა. ნორჩი ვალკირიას თავი  მეჭირა. მის  უსიცოცხლო თვალებში საკუთარ შეშლილ სახეს ვხედავდი. წყეულიმც ვიყო, უპეები დამენამა – ჰეი!!!

ბიბლიოთეკაში შავ მოსასხამიანი ნეკრომანსი შემოვიდა.

-მზად არის? – მკითხა გამყინავი სისინით.
-მზად არის.

ვალკირიას გაციებული სხეული ავიტატე და გაოგნებულ ნეკრომანსს გვერდით ჩავუარე.

ასეთებიც ხდება – ჰადესი ტიროდა. როცა ჰადესი ტირის სადღაც სისხლის წვიმა დაიწყება.

Advertisements

Read Full Post »

ეხლა როცა ომები ჩავლილია, ზეცასა და მიწას შორის მშვიდობა დამყარდა და საკუთარ ფიქრებთან განმარტოების დრო მომეცა, მინდა ერთადერთი ცოდვის შესახებ მოვყვე.

დიახ, ჩემი გაუჩინარების მიზეზი სისხლიანი იყო. ყოველდღიურად ასობით დასახიჩრებულ მოკვდავს და შედარებით ნაკლებ ანგელოზს ვისტუმრებდი ჩემი სახელობის მინდვრებისკენ. ზოგს წალკოტი ხვდა წილად, ზოგს ხრიოკი უდაბნოები, ყველაფერი მათ დამსახურებაზე იყო დამოკიდებული.

რაც შეეხება ჩემს ცოდვას.

ომის ატეხვიდან პირველივე კვირაში მსახურმა დილაუთენია უსიამოვნო ამბავი მაცნო, ასგარდიდან ელჩები ჩამოვიდნენო.

ასგარდი მოგეხსენებათ ოდინის ტერიტორიაა, ოდინ სკანდინავიელის. ის და მისი ვალკირიები პრეტენზიას აცხადებენ ომში დაცემულთა სულების მართვაზე, მე კი არ მსურს ამდენი ახალი ხორცი მათ გადავულოცო. მოკლედ, შიდაზეციური ინტრიგების ამბავია.

ერთი სიტყვით, ასგარდიდან სამი ვალკირია იყო ჩამოსული. წინასწარ ვიცოდი, ოდინის უსტარს მომახლიდნენ და მთხოვდნენ უკვე დაბიავებული სულები მათთვის გადამეცა. მათთან დიალოგი ძნელია, სავსე ძუძუებს ათამაშებენ და შებუმბულ ფრთებს აფართხუნებენ მუქარის ნიშნად. ერთი პირობა ვიფიქრე კონსტაბელებს მივუქსევ, როგორც მოსულან ისე წავლენ მეთქი, მაგრამ იმ დღესვე არანაკლებ უსიამოვნო შეხვედრა მქონდა იბერიელტა ემისართან, რომელიც 100 000 გაურკვეველი სულის სამოთხეში გაშვებას შუამდგომლობდა.  ”წმინდანად შერაცხვის ცირკულარის” მიხედვით მისი მოთხოვნა სამართლიანი იყო, ერთ წინააღმდეგობას თუ არ ჩავთვლით, დასახელებული რაოდენობის სულის ანკეტა ვერ წარმომიდგინა. მიმტკიცებდა, საკანცელარიო პრობლემააო. ეტყობა ჰადესის მინდვრები იბერია ჰგონია!

მოკლედ. მივიღე ვალკირიები, იბერიელთა ემისართან შეხვედრა კი გადავდე.

ზონზროხა, ბინძურ დედაკაცებს ველოდებოდი, ეგეთებიც აღმოჩნდნენ, ერთს თუ არ ჩავთვლით, შედარებით ნორჩი და შენახული იყო. სავარძლები ისე გავუნაწილე ნორჩი ჩემს პირდაპირ აღმოჩნდა. ტრადიციის თანახმად წინამძღოლის როლიც მას უნდა ეტვირთა.

მოულოდნელად საუბარი მშვიდი და კონსტრუქციული აღმოჩნდა. ნორჩი ვალკირია პრეტენზიას არ აცხადებდა აქამდე მიღებულ – დაბინავებულ სულებზე, თუმცა მოითხოვდა დაუყონებლივ გაგვეფორმებინა ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლისთანავე ბრძოლის ველზე მონოპოლიას კვლავ ოდინის სამეფო იღებდა.

ტვინში მოწოლილ თბილ სისხლს ვეღარ ვუძალიანდებოდი. ვალკირიას ნორჩი, შეურყვნელი ძუძუები მხედველობას მიბინდავდა, აზრებს მირევდა, ხელის კანკალით მოვსვი ღვინო ფიალიდან და მოსაფიქრებლად ერთ დღიანი ვადა მოვითხოვე.

ნორჩი ვალკირია შეიშმუშნა. მათთან ჩრდილოეთში ფიქრი მიღებული არ არის. მათი გადაწყვეტილება წამიერი გაფიქრების შედეგია. ჩვენ, ოლიმპოელებს კი ბევრი ფიქრი და საკითის ყველა მხრიდან აწონვა გვიყვარს. ჩანს ნორჩმა ვალკირიამ მშვენივრად იცოდა ჩვენი ჩვეულების შესახებ და ბოლოს დამთანხმდა.  ამირბარი ვიხმე და სტუმრები სასახლის ჩრდილოეთ ფლიგელში, საუკეთესო აპარტამენტებში დასაბინავებლად გავისტუმრე.

როგორც კი ვალკირიებმა დამტოვეს მსახურს სამთა სამსჯავროს უბრძნესი წევრი, მწითური არკოლი მოვაყვანინე. მსაჯულთან თათბირმა საკმაო ხანს გასტანა. მოწოდებით მორალისტი არკოლი  ჯიუტობდა, მაგრამ კომბინაციის შედეგი რომ გაანალიზა ფარ-ხმალი დაყარა.

-კეთილი, მაშინ სტიქსის სანაპიროდან სიკვდილის ანგელოზების რაზმს ვიხმობ – თქვა არკოლმა

(გაგრძელება იქნება)

Read Full Post »

უკვე ისეთ დღეში ვარ, ზევსის შიკრიკებს ვემალები. ტვინი წაიღეს ღვთიური ნადიმებით. ღრიანცელობდნენ მაინც, სხედან და ჩაფიქრებული სახეებით ყლურწავენ ღვინოს. გუშინ აფროდიტეს წამოსცდა, ზევსი და მამა ღმერთი რაღაც გრანდიოზულს აპირებენო. ნეტა ეხლა რაღა აიტეხეს?!. დაახლოებით ერთი თვის წინ მამაღმერთს წამოსცდა, ჩემი მსგავსი არსებები უნდა შევქმნაო. დიდმა ზევსმა შემინდოს და იმ წუთას მამაღმერთის დალაგებულობაში ეჭვი შემეპარა. საერთოდ, რაც მინი ეყოლა, ძალიან უცნაურად იქცევა, შეკეტილია მეშვიდე ზეცაში და თიხით გაურკვეველი ფორმის ფიგურებს თითხნის. წინა კვირას, არც ლუცის წვეულებაზე მოვიდა. ნამდვილად ცუდად აქვს საქმე. ისე, უფროს-უმცროსობას და ღვთიურ იერარქიას რა ვუთხარი, თორემ ლუცი ასე მოწყენილი არ უნდა დადიოდეს. ხო, წეღან ღმერთთა ნადიმებსა და ღრიანცელზე ვამბობდი ერთი ორ სიტყვას. მეც ხომ ვითომ ღმერთი ვარ, ამხელა მიწისქვეშეთი მაბარია და საერთოდ, ბევრ უწვერულ ღმერთუკას ჩემი სახელის შიშით ტენიან პირში ციურ მანანას, მაგრამ რაღაც ვერ მიზიდავს ოლიმპო და ზევსის შთაგონებული სიფათი, ნამდვილი გართობა ღრიანცელიზმია. თქვენ არ გეცოდინებათ და დროდადრო ზორბა კორვინიუსი, პირსისხლიანი მერცხლოსანი და შავი ბახალა მოდიან ჩემთან, ლუცისგან ნაბოძვარი სითხე მოაქვთ და ისეთ დღეში ვვარდებით ხოლმე, სტიქსს ლეთესგან ვეღარ ვარჩევ. ერთი-ორჯერ ლეთეს წყალის დალევას ვაპირებდი, მაგრამ დროზე გამაჩერეს. რომ დამელია მთელ პანთეონს დარხეული ქონდა. ხო იცი, მე თუ თვალზე ბინდი გადამეკრაა…მოკლედ, შვილო ჩემო (რომელიც ჯერ თვალით არ მყევხარ ნანახი, მაგრამ მამაღმერთი დამპირდა, მსგავსი ვინმე აუცილებლად გეყოლებაო) წავედი, უკანასკნელი ღრიანცელისგან ისე ვარ დაღლილი, ლამის ლუცის მივადგე მზიურ ჯოჯოხეთში, მაგრამ მერე მამაღმერთის ბურტყუნს რა გაუძლებს. ერთი სიტყვით წავედი და შემდეგ მოყოლაზე, ”ღვთიური ღრიანცელის” შესახებ მოგიყვები დაწვრილებით

Read Full Post »

%d bloggers like this: