Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

ე.ვ.ა.

საოცარია პირდაპირ რამდენის მოფიქრება შეუძლია ღვთაებრივ გონებას :თავისქების სმაილიკი: . ა.დ.ა.მ. -ის საცდელი მოდელი უკვე დავამზადე და ვნახოთ, თუ გაამართლებს, სერიულ წარმოებაში ჩავუშვებ ალბათ… ვნახოთ, ვნახოთ. ჯერჯერობით მოდელი სადემონსტრაციოა და ცუდად მუშაობს, მაგრამ ვნახოთ, დავამატებ მერე რაღაც-რაღაცეებს.

ახლა  პარალელურად ახალ პროექტზე დავიწყე მუშაობა – ე.ვ.ა. (ერთეულოვანი ვაგინის აპარატი). ჯერ მხოლოდ მონახაზის და კონცეფციის სტადიაში ვარ, მაგრამ დამოუკიდებელ არსებად გაკეთებას ჯერ არ ვაპირებ, ალბათ უფრო დამხმარე ხელსაწყო იქნება ადამისთვის… ნუ ჩემთვისაც, ადამის ტიპის არსებების სერიულ წარმოებას თუ მივყავი ხელი, ტექნოლოგიურ პროცესს ძალიან გამარტივებს. ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, ვნახოთ, დრო გვაჩვენებს (მგონი დრო შევქმენი უკვე).

აგე როგორ გამოიყურება ა.დ.ა.მ. -ი (პირველი მოდელი):

ა.დ.ა.მ.

ზუსტად რომ დაკაწილის. სხვათაშორის მიკვირდა ყოველთვის, რომ აქამდე არ გამოჩენილა თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი, რომელიც იტყოდა, რომ მე არ ვარსებობ და ვიღაცის ავადმყოფურ გონებაში წარმოშობილი ილუზია ვარ, მოჩვენება. და აი, ისიც გამოჩნდა…

ამიტომაც მე იძულებული გავხდი რომ ერთის მაგივრად ყველასთვის ამეფარებინა პირზე ხელი, და ეს მე გავაკეთე. დღეიდან და მუდამ (სანამ არ გამოსწორდებით და ღმერთის ფუნქციებში ჩარევას არ შეწყვეტთ), სპამის პროტექტორი ჩართულია და ის გიყურებთ მარად და მუდამ, დროის იმ იშვიათ მომენტებშიც კი, როდესაც მე აქ არ ვარ.

ასე რომ არალეგალური პოსტვა, რელიგიური გარჩევები და სხვა მსგავსი, ღმერთის დღიურს რომ არ ეკადრება ისეთი რამეები გაივლის ღვთიურ ცენზურას. დიახ, დიახ, ზუსტად რომ ცენზურას. არანაირი დემოკრატია სამოთხის მინდვრებზე. დემოკრატია ლუციფერის მოგონილია.

არ გინდოდათ არადა არც რძე და არც ყველი, რა ჩემი ბრალია…

რა უცნაური შეკითხვაა არა? თითქოს ღმერთი ვარ და არაფერი არ უნდა მსიამოვნებდეს. მაგრამ არაა ეგ მასე. პირიქით მე გამომდინარე ჩემი ღვთიურობიდან (ღვთობიდან), ყველა გრძნობა უსასრულოდ ბევრი მაქვს, ტკივილიც, სიყვარულიც, სიამოვნებაც.

სიტყვაზე ადამიანს თუ ჭირდება ღორივით ჩასკდეს ღვინით რათა სიმთვრალე და ბედნიერება იგრძნოს, მე ნულოვანი რაოდენობის ღვინითაც ბედნიერი ვარ, რაღაც დოზა კარგი რამე თუ ჭირდება ადამიანს, რომ ესიანოვნოს, მე არაფერი არ მჭირდება, მე სულ ნასიამოვნები ვარ, მე სულ ბედნიერი ვარ, მე ყოველთვის ყველა და ყველაფერი მიყვარს… მე ხომ ღმერთი ვარ, ბოლოს და ბოლოს.

ასე რომ, არ მინდა ცუდად გამიგოთ, მაგრამ ტყუილად ცდილობთ რომ რამით მასიამოვნოთ, მე ისედაც მუდამ ნასიამოვნები ვარ.

ათე

პრიკოლ ნუ, პრიამო პრიკოლ…

ჯერ იქედან დავიწყოთ, რომ  არ მესმის ამ ადამიანების, რა აუცილებელია ვიღაცისტობა უფრო უარესი – ვიღაცასტობა და მერე კიდევ ამ დონის ვიღაცისტობა. ნუ კარგი ბატონო, ვარსებობ მე, არსებობს აგერ, შენ ხარ ჩემი ბატონი ზევსიც, ჰადესიც და ყველანი ვარსებობთ, თუნდაც გამომდინარე იქედან, რომ ამ ბლოგს ვწერთ, ათეც არსებობს (ეც ჩათლახი ეგა)… მაგრამ ეს -ისტობა რათ გინდათ, რატომ ხოცავთ ერთმანეთს? აიღეთ მაგალითი ჩვენგან, აბა მე და ზევსი თუ ვუნახივართ ვინმეს წაჩხუბებულები? ან ჰადესი და ათე? არა ხო? ვართ აგერ წყნარად, მშვიდად, ზეცაში ადგილი ყველას გვყოფნის…

ასე რომ, როგორც ამბობდა ჩვენი ძმა ათე –  Ррразговорчики отттставить!!! ვოტ ტაკ, ვოტ.

დღეს სახელოსნოში რომ ვჩხირკედელაობდი, რაღაც საშინელმა გრიალმა გადაუარა სამოთხის მინდვრებს. ეგრევე, ტაოტიანი ხელებით, გამოვვარდი გარეთ. ოლიმპოს მთიდან მოდიოდა ხმა. ეტყობა ზევსი ისევ მთვრალი მიბრძანდა სახლში, ნიმფების და ფერიების სუნად აქოთებული და ახლა ბუინობდა – ჰერმესი გააღვიძე, პიანინოზე უნდა დავაკვრევინოო. ჰმ, წაიღო რა მაგანაც ტვინი…

სახელოსნოში კი ერთ ფრიად საჭირო რაღაცას ვაკეთებდი, დღე-ღამის ციკლების ავტომატიზაციის კონტროლის მექანიზმს, ამომივიდა უკვე ყელში ყოველ დილით მზის ჩართვა და ღამით გამორთვა. ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე და არის ერთი კვირა სულ მზე. ეგრე დამრჩა ამასწინათაც ჩართული და ნახევარი სამყარო უდაბნოდქცეული დამხვდა და მეორე ნახევარი გაყინული. მომიწია მერე კაი შრომა აღდგენაზე. ასე კიდე კაია, გათენდება – ამოვა მზე, დაღამდება – ჩავა. ყველაფერი იქნება კაკ პა მასლუ და მეც მეტი დრო დამრჩება ჩემი ახალი ქმნილების დასამთავრებლად,  ღმერთის მაგვარ მოდელს ვქმნი, კოდური სახელწოდებით ”ა.დ.ა.მ.” რაც იშიფრება ასე:  ”არა დესტრუქციული არსების მოდელი”. ვნახოთ რა გამოვა.

განმარისხეს

განმარისხა ადამიანთა უმეცრებამ და სისულელემ. ეგაა რა, პახმელიაზე გაკეთებული კაი გამოვიდოდა რამე? თუმცა არ მომიყოლია ხომ ჯერ, როგორ შევქმენი ადამი? ეგ არაფერი, მოგიყვებით მერე, ახლა განრისხებული ვარ და ჩემი რისხვა უნდა მივმართო საითმე.

განრისხების მიზეზი კი ისევ და ისევ ადამიანები არიან, უფრო სწორად მათი თავხედობა. რეებს აკეთებენ ჩემი სახელით? ვინაა მაგათი ”წვერებიანი ბაბუა”? რამდენი ვინმეს ფეხი აუსრიალდება და წაიქცევა, იმდენი ჩემი ხსენება გაგონილა? ”ღმერთს ასე სურდა”, ”უფალმა ასე ინება”… რა იცით თქვენ რა მინდა მე? იმ შავფორმიანებს უჯერებთ, ჩემი სახელით რომ ცხოვრება აიწყვეს?

არ გამაბრაზოთ, იცოდეთ!

ჩვენი ჰადესა

ლოლ… მოკლედ ბიჭები ვჩალიჩობდით რაღაცას, ვკარიკატურობდით… ხოდა აგერ ჩვენი ჰადესის სურათი ისეთი გამოვიდა, ლამის დავიხოცეთ სიცილით…

მისტერ ჰადესი  

%d bloggers like this: