Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘დაბადება’ Category

ნუ გეშინიათ, ჩემო ქმნილებანო, უბადრუკნო და არაფრის მაქნისნო, მოლაპარაკენო თუ უტყვნო. ყველას მოგმართავთ თქვენ მე, თქვენი შემქმნელი და შემოქმედი.

ბევრი ღვთჳური წუთი ვიფიქრე თუ  ცოტა, მივედი იმ დასკვნამდე, რომ სამყაროს ეს ვერსიაც არ ვარგა, არაფერში არ შეიძლება მისი გამოყენება და ესქპონატადაც, რომ დავფიქრდეთ, არ გამოდგება, ნი ტო შტო ჰადესის სიმახინჯეების მუზეუმს შეგწიროთ, ან სულაც ჯოჯოხეთში გაგამგზავროთ და მთელი თქვენი სიამაყე და სამყაროს ცენტრობა ერთ წამში დავანგრიო და ვაქციო არაფრად, ერთ რიგით ღირსშესანიშნაობად ლუცის ბარში.

მოკლედ, მოდი ვიზამ ასე, მთელი სამყაროს განადგურება მენანება მაინც, ასეთი ლანდშაფტები გავაკეთე, ასეთი შესანიშთავი ტბები, ზღვები… თევზებს და რაღაც მსგავს ფინტიკლუშკებს დავტოვებ ზღვებში, ხმელეთიდან ვიშე ტრავი ი შუმნეე ვადი ვინაცაა, მაგათ მოვქესტავ, ჩემ ბიჭს კიდევ ვეტყვი, რომ გაქრნენ, ერთ პატარა აფეთქებას მოვაწყობ და ”ვაიმე, იცი რა მოხდა ჯიზიკ, ჩვენ გაკეთებულ სამყაროს მეტეორიტი დაეცა და შენი საყვარელი დინოზავრიკები დახოცა”. ნუ, ტირილით რომ არ გასკდეს, ხომ ვიცი მაგის ხასიათი, დედამისივით ჯიუტია (ეჰ, კიდევ ერთხელ, ლუცი…), ავდგები და პატარ-პატარა ხვლიკებს დავუტოვებ, დინოზავრებია, ოღონდ პატარები-თქო, ვეტყვი.

მაგრამ მარტო თამაშშიც ხომ არაა საქმე, ბარემ ”ა.დ.ა.მ.” -ის საცდელ ვარიანტსაც ავამუშავებ და მასზე ვაწარმოებ დაკვირვებებს, თუ გძეტა ერთ კვირაში ყველაფერი არ დაიქრეშა, მაშინ მეორე პროექსტს – ”ე.ვ.ა.” -სად ავამუშავებ. (დაწვრილებით ამ პროექტებს ა.დ.ა.მ. და ე.ვ.ა. შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამის ლინკებზე). მართალია ამის მერე მციდერი მოდიფიკაციები ჩავატარე, მაგრამ ჯერ ყველაფერი გამოცდის რეჟიმშია.

ასე რომ ცოტა ხანში ყველაფერი შეიცვლება… ემზადეთ ”ა.დ.ა.მ.” -ის შემდგომო მოდელებო…

Read Full Post »

საოცარია პირდაპირ რამდენის მოფიქრება შეუძლია ღვთაებრივ გონებას :თავისქების სმაილიკი: . ა.დ.ა.მ. -ის საცდელი მოდელი უკვე დავამზადე და ვნახოთ, თუ გაამართლებს, სერიულ წარმოებაში ჩავუშვებ ალბათ… ვნახოთ, ვნახოთ. ჯერჯერობით მოდელი სადემონსტრაციოა და ცუდად მუშაობს, მაგრამ ვნახოთ, დავამატებ მერე რაღაც-რაღაცეებს.

ახლა  პარალელურად ახალ პროექტზე დავიწყე მუშაობა – ე.ვ.ა. (ერთეულოვანი ვაგინის აპარატი). ჯერ მხოლოდ მონახაზის და კონცეფციის სტადიაში ვარ, მაგრამ დამოუკიდებელ არსებად გაკეთებას ჯერ არ ვაპირებ, ალბათ უფრო დამხმარე ხელსაწყო იქნება ადამისთვის… ნუ ჩემთვისაც, ადამის ტიპის არსებების სერიულ წარმოებას თუ მივყავი ხელი, ტექნოლოგიურ პროცესს ძალიან გამარტივებს. ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, ვნახოთ, დრო გვაჩვენებს (მგონი დრო შევქმენი უკვე).

აგე როგორ გამოიყურება ა.დ.ა.მ. -ი (პირველი მოდელი):

ა.დ.ა.მ.

Read Full Post »

დღეს სახელოსნოში რომ ვჩხირკედელაობდი, რაღაც საშინელმა გრიალმა გადაუარა სამოთხის მინდვრებს. ეგრევე, ტაოტიანი ხელებით, გამოვვარდი გარეთ. ოლიმპოს მთიდან მოდიოდა ხმა. ეტყობა ზევსი ისევ მთვრალი მიბრძანდა სახლში, ნიმფების და ფერიების სუნად აქოთებული და ახლა ბუინობდა – ჰერმესი გააღვიძე, პიანინოზე უნდა დავაკვრევინოო. ჰმ, წაიღო რა მაგანაც ტვინი…

სახელოსნოში კი ერთ ფრიად საჭირო რაღაცას ვაკეთებდი, დღე-ღამის ციკლების ავტომატიზაციის კონტროლის მექანიზმს, ამომივიდა უკვე ყელში ყოველ დილით მზის ჩართვა და ღამით გამორთვა. ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე და არის ერთი კვირა სულ მზე. ეგრე დამრჩა ამასწინათაც ჩართული და ნახევარი სამყარო უდაბნოდქცეული დამხვდა და მეორე ნახევარი გაყინული. მომიწია მერე კაი შრომა აღდგენაზე. ასე კიდე კაია, გათენდება – ამოვა მზე, დაღამდება – ჩავა. ყველაფერი იქნება კაკ პა მასლუ და მეც მეტი დრო დამრჩება ჩემი ახალი ქმნილების დასამთავრებლად,  ღმერთის მაგვარ მოდელს ვქმნი, კოდური სახელწოდებით ”ა.დ.ა.მ.” რაც იშიფრება ასე:  ”არა დესტრუქციული არსების მოდელი”. ვნახოთ რა გამოვა.

Read Full Post »

ზევსი

ერთ ღვთიურ თვეზე მეტი გავიდა, რაც მე ჩემი ღვთიური ბლოგი არ შემივსია ახალი ისტორიებით. ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ არც არაფერი მომხდარა ისეთი, ღირსშესანიშნავი.

ზევსი გამომეცხადა ამ ორიოდე კვირის წინათ თავისი ჯალაბობით, მაქეთ ვიყავით რაღაც საქმეზე და გამოგიარეთო, ოლიმპოს მთას ედავებიან თურმე, გაწამებული ყოფილა კაცი, დარბის ამ თემიდასთან სასამართლოში… იმანაც რა უნდა ქნას, ბრმაა საწყალი.

მოკლედ ზევსი იყო, ფრიად საყვარელი ოჯახი ყავს, ერთია ჰერმესმა შემჭამა ამ სირბილით, დარბის, დარბის, დარბის, გადააქოთა სახლი, ჩემს ოთახშიც შემძვრალა, გადაუქოთებია იქაურობა, მერეღა ვნახე, გადაუჩიჩქნია მთელი ჩემი მაკეტი, ზღვებში უტოპავია და სილა უჩიჩქნია, მოკლედ რელიეფი გააკეთა რა 🙂 ისე კი მეზარება ახლა მაგის გასწორება და იყოს, მთებიც კი საჭიროა ისე მამენტ, სულ მაგიდასავით ბრტყელი რომ არ იქნება ყველაფერი?

ჰოდა ეგრეე, ეს ერთი თვე რაც ვიყალთაბანდე, მეყოფა ახლა და მივყოფ ნელ-ნელა ხელს, დავამთავრებ ამ სამყაროს, ერთი რამე მაინც ხომ უნდა იყოს დასრულებული.

ეგე, რა უქნა იმ ეშმაკის ფეხმა მაკეტს… ლავლი არა?

Read Full Post »

დღეს მე და მინი ვერთობოდით 🙂 ჯერ ჯოჯოხეთში მყავდა ჩაყვანილი. ბავშვს თვალები გაუფართოვდა ამდენი ჯოჯო, ეშმა, ათასგვარი ცეცხლები, აფეთქებები და ეშმაკის მანქანები რომ დაინახა. ეშმაკის რა, ჩვენი კომპანიისგან აქვს ლუცის ნახევარზე მეტი პატენტები ნაყიდი და გადაკეთებული. ქალი მაინც ჩათლახია რა…

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, სანამ მინი ატრაქციონებში იხარშებოდა, მე და ლუციფერი ვისკის ვწრუპავდით ”ცალთვალა ეშმაში” და ახალგაზრდობას ვიხსენებდით.

დაღლილი და კმაყოფილი მინი მთელი გზა გამალებული მიყვებოდა შთაბეჭდილებებს, მე ცალიყურით ვუსმენდი და თავს ვუქნევდი ხანდახან. გადავწყვიტე, დღეს მთელი დღე ოჯახს უნდა მივუძღვნა. საღამოს მე და მინის პლასტიკური საღამო გვქონდა 🙂 ანუ ვისხედით და პლასტელინით ათასგვარ ფიგურებს ვძერწავდით, თან სასაცილო სახელებს ვარქმევდით. ზოგი რაღაც ისეთი გამოვიდა, გული გამისკდა, მაგრამ ზოგი მართლაც მშვენიერი იყო. მინიმ რაღაც იხლაფორთა და ისეთი უცნაური არსება მაჩვენა, ენაზე ეგრევე ”ფარშევანგი” მომადგა სახელად. კარგად ვიმხიარულეთ იმ საღამოს. ძილის წინ კი, უკვე საწოლში როცა ვაწვენდი, მინიმ უცებ თვალები შემომანათა, პატარა ეშმაკუნები უთამაშებდა შიგნით (მაინც დედამისის შვილია) და მითხრა, მოდი ეს ცხოველები და ფრინველები შენ რომ სამყარო გააკეთე, იმაში ჩავაწყოთო.

არის მასში რაღაც ღვთიური. 🙂

Read Full Post »

აგერ უკვე სამი ზეციური კვირაა საშინელი დეპრესია მტანჯავს. აღარაფრის გაკეთება არ მინდა, ამომივიდა უკვე ყველაფერი ყელში. რა არ ვცადე, რა საქმეს არ მივყავი ხელი, გული ვერაფერს გადავაყოლე. მიწა შევქმენი, ხმელეთი, ზღვები, მაგრამ მათმა ზვირთცემამ უფრო ცუდ ხასიათზე დამაყენა. ცაზე მზე დავსვი, მთვარე და ვარსკვლავები, მაგრამ მთვარის შუქმა მოგონებები აღმიძრა ახალგაზრდობის, გამახსენდა მე და ლუცის ერთად გატარებული წამები, როცა ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვიყავით და რაც მთავარია… ერთად ვიყავით… და სევდა შემომაწვა.

waterfallეჰ… ერთადერთი ჩემი შექმნილებიდან ეს ჩანჩქერი მომეწონა, ჩემი ბობოქარი ახალგაზრდობა გამახსენა, ჰოდა ვზივარ ახლა მის თავზე და ვიხსენებ იმ ძველ დროს…

ეჰ, ლუციფერ, ლუციფერ, ოდესმე თუ ქალს შევქმნი, შენ მსგავსს გავაკეთებ…

Read Full Post »

Party

ვაიმე, თავი მტკივა. არ უნდა შემექმნა შაკიკი, ან ჯერ ანალგინი უნდა გამეკეთებინა და მერე შაკიკი. მოკლედ, როგორცაა, ახალგაზრდობის ცოდვების გახსენებებს არა ვართ.

მთავარი კი ისაა, რომ გუშინ ლუცის ფართიზე ვიყავი, ფრიად ანგელოზური შესახედაობის დემონაჩკები ყავდა, მაგრამ სუფთა ჯოჯოხეთური სასმელი დამალევინა. იმიტომაა რომ ვკვდები ახლა აქ და ვიჭყიპები ამ ნექტრის სმით, არ მშველის მაინც. სამაგიეროდ კარგად გავერთე, შენი მოწონებული, მაგრამ მთავარი ეგ არაა. მთავარი იყო იქ განათება. თურმე როგორ უხდება სინათლე და სიბნელე ყველაფერს. კაკრაზ, სახლში რომ მოვდიოდი, რაღაც იდეა მიტრიალებდა თავში, ჩემს შექმნილ სამყაროს ეგ აკლია ზუსტად, სინათლე და სიბნელე, წუხელის მაგის თავი არ მქონდა და დღეს, თუ გადავურჩი ამ პახმელიას და თავის ბჟუილს, გავაკეთებ ერთი.

ჩემი რა მიდის…

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: