მაშ ასე, ბატონებო და ქალბატონებო, დიდებო და პატარებო (18 წლამდე ღლაპები ნუ წაიკითხავთ), ადამიანებოდა და არამარტო. წარმოგიდგენთ ჩემს უახლეს ქმნილებას, რომლის შექმნაზეც დიდი შრომა დავხარჯე, მაგრამ მგონი შედეგმა გაამართლა.
ჯერ კიდევ ორი ზეციური წლის წინ ჩამჩიჩინებდა ჩემი მთავარანგელოზი, სულ ამ ბოსტნეულს და ხილს რომ ქმნი, ერთი ისეთი რამეც გააკეთე, სხვანაირი გამოყენების წესი რომ ჰქონდესო, მეც სულ ვპირდებოდი – კი, აი დღეს არა და ხვალ, ხვალ არა და ზეგ-თქო, მაგრამ გუშინ რაღაც აღმაფრენა მეწვია, შექმნის მუღამზე მოვედი, თანაც დიდი ხანია უკვე ახალი არაფერი დამიმატებია ჩემი სამყაროსთვის… ჰოდა ესეც ბალახი, რომელიც სხვა თუ არაფერი ლამაზია, მართალია კეთებისას ცოტაოდენი ღვთიური ჩაი გადამესხა ესკიზზე, რომლითაც დაღლილი როცა ვარ და არაფერზე ფიქრის თავი არ მაქვს, მაშინ ვისვენებ და მუზების მოხმობაში მეხმარება ხოლმე, მაგრამ ეგ არაფერი, ეს დამატებით თვისებებს შესძენს ამ ბალახს და იმედია ადამიანები მალე აღმოაჩენენ მის ამ ”ღვთიურ” თვისებებს. თუ ვერ აღმოაჩენენ და თავად იდარდონ, მე ჩემი ჩაი კი მაქვს 😀
რა ლამაზი პეტრუშკაა
ხალხნო სხვა საქმე არ გააქვთ? ადმინ რამე სხვაზე გაგეხსნა ფორუმი ტოო იეღოველი ხო არ ხარ შენ შემთხვევით 😉
BarCamp Caucasus 2008 ორგანიზატორები იწვევენ ბლოგერებს, ჟურნალისტებს, IT სპეციალისტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს ბლოგერთა პირველ არაკონფერენციაზე კავკასიაში!
უახლოესი შეხვედრა: სამშაბათს, 25 მარტს, სასტუმრო “ატლანტა”-ს საკონფერენციო დარბაზი (რჩეულიშვილის 13)
დასაწყისი: საღამოს 8:00
მონაწილეები: BarCamp Caucasus-ის ორგანიზატორები, BarCamp Baltics და BlogCamp CIS (კიევი) ორგანიზატორები, ჟურნალისტები, ბლოგერები და BarCamp Caucasus-ის მონაწილეები.
სადისკუსიო თემები:
* რა არის ბარკემპი?
* ბარკემპის საწყისები
* ბარკემპის ორგანიზება
BarCamp – საზოგადოდ განიხილება, როგორც არაკონფერენცია – თავშეყრის სრულიად ახალი ფორმაა, რომელიც ჩაისახა “სილიკონის ველზე” 2005 წელს და გავრცელდა მთელ მსოფლიოში. არაკონფერენცია არაოფიციალური ნაწილია კონფერენციისა, რომელიც ღია დისკუსიების, იდეებისა და მოსაზრებების გაცვლას ემსახურება
ძირითადი თემები:
* ახალი მედია-საშუალებები
* ჟურნალისტიკა
* ვების განვითარება
* სოციალური ქსელები
* ღია კოდი და ა.შ.
შეკითხვები გაქვს?
დამიკავშირდი
http://www.barcamp-kavkaz.org
გავიგეთ ბატონო და ასე ყველგან უნდა დაპოსტო?
თარიღი მიაწერე, თარიღი )
რა შესანიშნავი მცენარეა..
საინტერესო ბლოგია. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი კი აბუნტდებოდა, მაგრამ მე მომწონს, მოვლენების სხვა კუთხით დანახვის და ნერვების დაწყნარების საშუალებას მაძლევს 🙂
პ.ს. გავცვალოთ ლინკები?
http://www.loesje.ge
kai to sxva saqme ar gaqvs eseti idiotobebi ro ar wero?
xarisxi ecema da es texavs,tu araferi gafiqrdeba daelode sanam mova.
ზედა კომენტარის მსგავსი რქიანი ნაწერები წაიშლება, ისევე როგორც ეს ზემოთხსენებული 🙂 ვინმე სალომე…
გამოყენების ინსტრუქცია არ მოყვება?
😀 es ro ar iyos 😀
shen fantazias ra vutxari 😀
ხოოოდა ვიცაც არ გიყვართ ამ ჩაის სმა აცალეთ კაცს, 🙂 მცენარეებიდან ერთადერთი, პირველ რიგში დასაფასებელი მცენარეა ჩემი აზრით 😉