ნუ გეშინიათ, ჩემო ქმნილებანო, უბადრუკნო და არაფრის მაქნისნო, მოლაპარაკენო თუ უტყვნო. ყველას მოგმართავთ თქვენ მე, თქვენი შემქმნელი და შემოქმედი. ბევრი ღვთჳური წუთი ვიფიქრე თუ ცოტა, მივედი იმ დასკვნამდე, რომ სამყაროს ეს ვერსიაც არ ვარგა, არაფერში არ შეიძლება მისი გამოყენება და ესქპონატადაც, რომ დავფიქრდეთ, არ გამოდგება, ნი ტო შტო ჰადესის სიმახინჯეების მუზეუმს შეგწიროთ, ან სულაც ჯოჯოხეთში გაგამგზავროთ და მთელი თქვენი სიამაყე [...]
Archive for the ‘დაბადება’ Category
აპოკალიფსი
Posted in დაბადება, დროის ნაკადი, tagged appocalipse, აპოკალიფსი, აღსასრული, დასასრული, დინოზავრი, იესო, ლუციფერი, მეტეორი, სამყარო, ღმერთი, ჯოჯოხეთი, hell, satan on May 7, 2008 | 13 Comments »
ე.ვ.ა.
Posted in დაბადება, tagged adam, ადამი, აპარატი, გონება, ევა, ვაგინა, კრეატივი, ქმნილება, ღვთაებრივი, creature, eva, god on August 15, 2007 | 4 Comments »
საოცარია პირდაპირ რამდენის მოფიქრება შეუძლია ღვთაებრივ გონებას :თავისქების სმაილიკი: . ა.დ.ა.მ. -ის საცდელი მოდელი უკვე დავამზადე და ვნახოთ, თუ გაამართლებს, სერიულ წარმოებაში ჩავუშვებ ალბათ… ვნახოთ, ვნახოთ. ჯერჯერობით მოდელი სადემონსტრაციოა და ცუდად მუშაობს, მაგრამ ვნახოთ, დავამატებ მერე რაღაც-რაღაცეებს. ახლა პარალელურად ახალ პროექტზე დავიწყე მუშაობა – ე.ვ.ა. (ერთეულოვანი ვაგინის აპარატი). ჯერ მხოლოდ მონახაზის და კონცეფციის სტადიაში ვარ, მაგრამ დამოუკიდებელ არსებად [...]
დღე და ღამე (ა.დ.ა.მ.)
Posted in დაბადება on May 31, 2007 | 15 Comments »
დღეს სახელოსნოში რომ ვჩხირკედელაობდი, რაღაც საშინელმა გრიალმა გადაუარა სამოთხის მინდვრებს. ეგრევე, ტაოტიანი ხელებით, გამოვვარდი გარეთ. ოლიმპოს მთიდან მოდიოდა ხმა. ეტყობა ზევსი ისევ მთვრალი მიბრძანდა სახლში, ნიმფების და ფერიების სუნად აქოთებული და ახლა ბუინობდა - ჰერმესი გააღვიძე, პიანინოზე უნდა დავაკვრევინოო. ჰმ, წაიღო რა მაგანაც ტვინი… სახელოსნოში კი ერთ ფრიად საჭირო რაღაცას ვაკეთებდი, დღე-ღამის ციკლების ავტომატიზაციის კონტროლის მექანიზმს, ამომივიდა უკვე ყელში ყოველ დილით მზის ჩართვა და ღამით გამორთვა. ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე და არის ერთი კვირა სულ [...]
ზევსი
Posted in დაბადება on May 13, 2007 | 2 Comments »
ერთ ღვთიურ თვეზე მეტი გავიდა, რაც მე ჩემი ღვთიური ბლოგი არ შემივსია ახალი ისტორიებით. ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ არც არაფერი მომხდარა ისეთი, ღირსშესანიშნავი. ზევსი გამომეცხადა ამ ორიოდე კვირის წინათ თავისი ჯალაბობით, მაქეთ ვიყავით რაღაც საქმეზე და გამოგიარეთო, ოლიმპოს მთას ედავებიან თურმე, გაწამებული ყოფილა კაცი, დარბის ამ თემიდასთან სასამართლოში… იმანაც რა უნდა ქნას, ბრმაა საწყალი. [...]
ერთი ჩვეულებრივი დღე
Posted in დაბადება on April 9, 2007 | 1 Comment »
დღეს მე და მინი ვერთობოდით ჯერ ჯოჯოხეთში მყავდა ჩაყვანილი. ბავშვს თვალები გაუფართოვდა ამდენი ჯოჯო, ეშმა, ათასგვარი ცეცხლები, აფეთქებები და ეშმაკის მანქანები რომ დაინახა. ეშმაკის რა, ჩვენი კომპანიისგან აქვს ლუცის ნახევარზე მეტი პატენტები ნაყიდი და გადაკეთებული. ქალი მაინც ჩათლახია რა… მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, სანამ მინი ატრაქციონებში იხარშებოდა, მე და ლუციფერი ვისკის ვწრუპავდით ”ცალთვალა ეშმაში” [...]
ღვთიური დეპრესია
Posted in დაბადება on April 7, 2007 | 10 Comments »
აგერ უკვე სამი ზეციური კვირაა საშინელი დეპრესია მტანჯავს. აღარაფრის გაკეთება არ მინდა, ამომივიდა უკვე ყველაფერი ყელში. რა არ ვცადე, რა საქმეს არ მივყავი ხელი, გული ვერაფერს გადავაყოლე. მიწა შევქმენი, ხმელეთი, ზღვები, მაგრამ მათმა ზვირთცემამ უფრო ცუდ ხასიათზე დამაყენა. ცაზე მზე დავსვი, მთვარე და ვარსკვლავები, მაგრამ მთვარის შუქმა მოგონებები აღმიძრა ახალგაზრდობის, გამახსენდა მე და ლუცის ერთად [...]
Party
Posted in დაბადება on April 6, 2007 | 1 Comment »
ვაიმე, თავი მტკივა. არ უნდა შემექმნა შაკიკი, ან ჯერ ანალგინი უნდა გამეკეთებინა და მერე შაკიკი. მოკლედ, როგორცაა, ახალგაზრდობის ცოდვების გახსენებებს არა ვართ. მთავარი კი ისაა, რომ გუშინ ლუცის ფართიზე ვიყავი, ფრიად ანგელოზური შესახედაობის დემონაჩკები ყავდა, მაგრამ სუფთა ჯოჯოხეთური სასმელი დამალევინა. იმიტომაა რომ ვკვდები ახლა აქ და ვიჭყიპები ამ ნექტრის სმით, არ მშველის მაინც. სამაგიეროდ კარგად გავერთე, შენი მოწონებული, მაგრამ მთავარი ეგ არაა. მთავარი [...]
პირველი ღამე
Posted in დაბადება on March 27, 2007 | 4 Comments »
რა გაფუჭებული ხალხი ხართ, თუმცა რა თქვენი ბრალია. არაა ეს ის პირველი ღამე, თქვენ რაც იფიქრეთ. ეს არის უბრალოდ პირველი ღამე, შევქმენი ბატონო სამყარო და ვისვენებ ახლა. არ მეკუთვნის თუ? ან მამენტ ვინ უნდა დამიშალოს, ანგელოზებმა? ჩავყრი იქ, სადაც ჯერ არს. ისე, კი შევქმენი სამყარო, მაგრამ რაღაც ძალიან უცნაურია, არც სინათლეა თითქოს და არც სიბნელეს [...]
დღე პირველი
Posted in დაბადება on March 26, 2007 | 3 Comments »
მორჩა, ვიწყებ. ყველაფერი მზად მაქვს, მეჯიქ ჯოხი, ღრუბლები და ბელტები. დიახ, ზუსტად ასეა, მე გადავწყვიტე პირველ დღეს შევქმნა ცა და მიწა. რატომ მაინცდამაინც ეს ორი? ნუ რა უცნაური ხალხი ხართ (თუმცა მე შეგქმენით ასეთებად ), ცა და მიწა იმისთვისაა საჭირო, რომ მერე მათ შორის მოვათავსო ყველაფერი დანარჩენი, ასე ვთქვათ სამყარო შემოვსაზღვრე ზემოდან და ქვემოდან. ნუ აუცილებლად მინდა [...]
ვიწყებ…
Posted in დაბადება, tagged დასაწყისი, დრო, begining, day one, father, god, lord on March 26, 2007 | 9 Comments »
ჰმ, წვერი შევიკრიჭე, პირი დავიბანე, კიდევ რა ვქნა? რაღაც ეს ბოლო დროა შემოქმედებითი კრიზისი მაქვს და არაფრის კეთება არ მინდა, ის კი არადა რაც მქონდა მანამდე გაკეთებული, ავიღე და მოვსპე. არ მინდა, ასე მირჩევნია, სიცარიელე, სიბნელე… მე უფრო მეტი შემიძლია ხომ ვიცი, ვიდრე სამთვალა ბაყაყების და შვიდფეხა გველების სამყაროს შექმნა. დღეს საბოლოოდ უნდა ვცადო და [...]