გამარჯობა ჩემო შექმნილი და შემდეგ ჩემს მიერვე განადგურებული სამყაროს გადარჩენილო მკვიდრნო, ანუ ა.დ.ა.მ.-ის შემდგომო, თუმცა დაუაპგრეიდებელო მოდელებო. ალბათ თქვენამდე გადმოცემით მოაღწევდა ის ამბები, რაც თქვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე მოხდა და რის გამოც ხართ ახლა ასე, როგორც ხართ. მაგრამ მოდი, მაინც მოგიყვებით ამ ყველაფერს, მოკლედ.
თავიდან შევქმენი ცა და მიწა, ბლა ბლა ბლა, ეს ყველაფერი თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ვინაიდან და რადგან ბევრ სხვადასხვა სისქის და ავტორის მქონე წიგნში გიწერიათ, მე კი ნელ-ნელა მავიწყდება. თავიდან ამ ყველაფერს გასართობი სახე ჰქონდა, მე და ჩემი უმცროსი შვილი საღამოობით ვერთობოდით ხოლმე ახალი სამყაროთი, როდესაც ოლიმპოს სხდომებიდან დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში. ყველაფერი მაშინ გართულდა, როდესაც ჩემი ერთ-ერთი კიბერ-არსება ა.დ.ა.მ.-ი, უფრო სწორად კი მისი საცდელი მოდელი, ჩავუშვი ამ ზემოთხსენებულ გარემოში და რათა მას შეძლებოდა თვითრეპროდუქცია, ამისათვის ასევე საცდელი აპარატი – ე.ვ.ა. შევქმენი და ასე ვთქვათ ”გვერდით მივუსვი”. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ არ მოხდა რაღაც სისტემური შეცდომა ა.დ.ა.მ.-ის ცენტრალურ პროცესორში (ამ საკითხზე ვმუშაობ უკვე კარგა ხანია და იმედია მალე ახალი შედეგებით გაგახარებთ) და აპარატი კონტროლიდან გამოვიდა. მან მალევე დაივიწყა ის ფაქტი, რომ ჩემი შექმნილი იყო და ათასგვარი დესტრუქციული სისულელის ჩადენას მიჰყო ხელი, რამაც მაიძულა, რომ ყველაფერი გადამეტვირთა.
და ზუსტად მაშინ გაჩნდით თქვენ, ა.დ.ა.მ.-ის განულებული მეხსიერებიდან. თქვენდა საბედნიეროდ თქვენ მე არ გახსოვართ, ანუ ჩემდა საბედნიეროდ პირველადი ფატალური დასასრული გამორიცხულია, თქვენ ვეღარასოდეს შეძლებთ ჩემთან გათანაბრებას შესაძლებლობებით, ან თუნდაც ამბიციებით (შესაბამისი პროგრამული ცვლილებების შედეგად). სამაგიეროდ თქვენი ცხოვრება უფრო მშვიდი და ლამაზი გახდა, ნაკლები ტვინი განაპირობებს ნაკლებ მოთხოვნილებას, რომლის დაკმაყოფილებაც თქვენ უკვე თავისუფლად შეგიძლიათ. ასე რომ ამ ყველა ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ მე გადავწყვიტე, რომ მომეცა თქვენთვის მეორე შანსი და დამესახლებინეთ ისევ იქ, ჩემი სამყაროს ძველ მოდელში. თუმცა ნუ ნერვიულობთ, მასზე განუწყვეტლივ მიდის მუშაობა და უკანასკნელ განახლებებს თქვენ ყოველთვის პირველები შეიტყობთ. მანამდე კი იცხოვრეთ ბედნიერად და რაც მთავარია – სისულელეების გარეშე. ავე.
როგორც იქნა, როგორც იქნა, მოვაბი თავი სიახლეს
გამარჯობა ძმაო უფროსო. ალბათ გახსოვარ ძმა მე უმცროსი სახელდებული ვითარც ჰადეს. ბოროტი ენები ამბობდნენ, აზაზელის ბანდამ ტვინი გამოურეცხა და საკანში ყავთო ჩამწყვდეული. შენ კი ღვთიურ დეპრესიაში ყოფილხარ ჩაძირული და იმიტომ არ გვენახებოდი თურმე
დიდება შენს გამოჩენს. რომ მოიცალო ჩემი მინდვრებისკენაც გამოიარე, ერთად ვიჭორაოთ ლუცის ახალ თავგადასავლებზე
გამარჯობა, ძმაო ჩემო
გაგიმარჯოს ძმაო გაგიმარჯოს!!!
))
ჰუჰ, ეხლა ის ამბავი გამახსებდა, ბნელ ძალებს რომ ვეომებოდით და პეროგრადს ვბომბავდით ლექსთსატყორცნით. სულ სხვა დრო იყო, ჯანი მოგტვდევდა და ხალისი. ეხლა კიდევ ვდგავართ და ვაზელინის მდინარეებს ვაშრობთ
[...] დღიურები” განვაახლე პოსტით ”მეორედ მოსვლა”. შეგიძლიათ გადახვიდეთ და [...]