დღეს სახელოსნოში რომ ვჩხირკედელაობდი, რაღაც საშინელმა გრიალმა გადაუარა სამოთხის მინდვრებს. ეგრევე, ტაოტიანი ხელებით, გამოვვარდი გარეთ. ოლიმპოს მთიდან მოდიოდა ხმა. ეტყობა ზევსი ისევ მთვრალი მიბრძანდა სახლში, ნიმფების და ფერიების სუნად აქოთებული და ახლა ბუინობდა - ჰერმესი გააღვიძე, პიანინოზე უნდა დავაკვრევინოო. ჰმ, წაიღო რა მაგანაც ტვინი…
სახელოსნოში კი ერთ ფრიად საჭირო რაღაცას ვაკეთებდი, დღე-ღამის ციკლების ავტომატიზაციის კონტროლის მექანიზმს, ამომივიდა უკვე ყელში ყოველ დილით მზის ჩართვა და ღამით გამორთვა. ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე და არის ერთი კვირა სულ მზე. ეგრე დამრჩა ამასწინათაც ჩართული და ნახევარი სამყარო უდაბნოდქცეული დამხვდა და მეორე ნახევარი გაყინული. მომიწია მერე კაი შრომა აღდგენაზე. ასე კიდე კაია, გათენდება – ამოვა მზე, დაღამდება – ჩავა. ყველაფერი იქნება კაკ პა მასლუ და მეც მეტი დრო დამრჩება ჩემი ახალი ქმნილების დასამთავრებლად, ღმერთის მაგვარ მოდელს ვქმნი, კოდური სახელწოდებით ”ა.დ.ა.მ.” რაც იშიფრება ასე: ”არა დესტრუქციული არსების მოდელი”. ვნახოთ რა გამოვა.
აქვე დავამატებდი, რომ ამ თემამ ცენზურას ვერ გაუძლო http://www.forum.ge ზე.
http://geoatheism.narod.ru
ამათ იცნობთ?
კარგი მოთხრობები აქვთ.
ვიცნობთ
)
არა დესტრუქციული???
ჰეჰ, წინასწარ გეტყვით, უფალო, რომ საკმაოდ დესტრუქციული რამ გამოვა… საკმაოდ…
უი, მართლა?
შევწყვიტო წარმოება?
არადა მთავარი პროცესორი უკვე შეკვეთილი მაქვს, დღე-დღეზე ამომიტანენ ”ლუციფერ მაიკროსისტემს”-ის ბიჭები და ავამუშავებ ალბათ საცდელ მოდელს…
რომ მიაკვდი მაგ სახელოსნოს, მიდი ბავშვს მიხედე რა დღეშია, იმ დღეს ბაზრობაზე შევარდნილა და აუნგრევია იქაურობა, ეს ჩემი და მამაჩემის სახლიაო. კეისარმა უბნის ინსპექტორები დამაყენა სახლში… შეეშვი მაგ სახელოსნოს, არც გამოგდის და არც ეშვები, ოჯახს მიხედე…
არაა… იოსებს უნდა გავყოლოდი ბოლომდე… ეჰჰ…
ვერ ვისწავლეთ ქალებმა ჭკუა.
Mama mia
ჰმ… შედი ქალო სახლში კი არა და ღრუბელში! უყურე ამას, გამომივიდა აქ…
))
ჯერ შენ არ არსებობ
wooow ra magari iyo he-he-he///jer marto elxa daviwye kiTxva , vnaxot momavalshi ra iqneba
neknebi ar gauketo plz, rame **eoba ar qnas
მართალია 2კიჭა… არ უნდა ნეკნები… მარა ვინ გისმენს?
ნუ ღელავ, ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება…
jojoxetshi vipi gaqvt dabronili meti sakaipo tema ar gaqvt tqve bomjebo
[...] (დაწვრილებით ამ პროექრებზე აქ: ა.დ.ა.მ. და ე.ვ.ა. შეგიძლიათ გაეცნოთ ამ [...]
[...] როდესაც ჩემი ერთ-ერთი კიბერ-არსება ა.დ.ა.მ.-ი, უფრო სწორად კი მისი საცდელი მოდელი, [...]