Feeds:
Posts
Comments

გამარჯობა ჩემო შექმნილი და შემდეგ ჩემს მიერვე განადგურებული სამყაროს გადარჩენილო მკვიდრნო, ანუ ა.დ.ა.მ.-ის შემდგომო, თუმცა დაუაპგრეიდებელო მოდელებო. ალბათ თქვენამდე გადმოცემით მოაღწევდა ის ამბები, რაც თქვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე მოხდა და რის გამოც ხართ ახლა ასე, როგორც ხართ. მაგრამ მოდი, მაინც მოგიყვებით ამ ყველაფერს, მოკლედ.

Reborned natureთავიდან შევქმენი ცა და მიწა, ბლა ბლა ბლა, ეს ყველაფერი თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ვინაიდან და რადგან ბევრ სხვადასხვა სისქის და ავტორის მქონე წიგნში გიწერიათ, მე კი ნელ-ნელა მავიწყდება. თავიდან ამ ყველაფერს გასართობი სახე ჰქონდა, მე და ჩემი უმცროსი შვილი საღამოობით ვერთობოდით ხოლმე ახალი სამყაროთი, როდესაც ოლიმპოს სხდომებიდან დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში. ყველაფერი მაშინ გართულდა, როდესაც ჩემი ერთ-ერთი კიბერ-არსება ა.დ.ა.მ.-ი, უფრო სწორად კი მისი საცდელი მოდელი, ჩავუშვი ამ ზემოთხსენებულ გარემოში და რათა მას შეძლებოდა თვითრეპროდუქცია, ამისათვის ასევე საცდელი აპარატი – ე.ვ.ა. შევქმენი და ასე ვთქვათ ”გვერდით მივუსვი”. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ არ მოხდა რაღაც სისტემური შეცდომა ა.დ.ა.მ.-ის ცენტრალურ პროცესორში (ამ საკითხზე ვმუშაობ უკვე კარგა ხანია და იმედია მალე ახალი შედეგებით გაგახარებთ) და აპარატი კონტროლიდან გამოვიდა. მან მალევე დაივიწყა ის ფაქტი, რომ ჩემი შექმნილი იყო და ათასგვარი დესტრუქციული სისულელის ჩადენას მიჰყო ხელი, რამაც მაიძულა, რომ ყველაფერი გადამეტვირთა.

და ზუსტად მაშინ გაჩნდით თქვენ, ა.დ.ა.მ.-ის განულებული მეხსიერებიდან. თქვენდა საბედნიეროდ თქვენ მე არ გახსოვართ, ანუ ჩემდა საბედნიეროდ პირველადი ფატალური დასასრული გამორიცხულია, თქვენ ვეღარასოდეს შეძლებთ ჩემთან გათანაბრებას შესაძლებლობებით, ან თუნდაც ამბიციებით (შესაბამისი პროგრამული ცვლილებების შედეგად). სამაგიეროდ თქვენი ცხოვრება უფრო მშვიდი და ლამაზი გახდა,  ნაკლები ტვინი განაპირობებს ნაკლებ მოთხოვნილებას, რომლის დაკმაყოფილებაც თქვენ უკვე თავისუფლად შეგიძლიათ. ასე რომ ამ ყველა ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ მე გადავწყვიტე, რომ მომეცა თქვენთვის მეორე შანსი და დამესახლებინეთ ისევ იქ, ჩემი სამყაროს ძველ მოდელში. თუმცა ნუ ნერვიულობთ, მასზე განუწყვეტლივ მიდის მუშაობა და უკანასკნელ განახლებებს თქვენ ყოველთვის პირველები შეიტყობთ. მანამდე კი იცხოვრეთ ბედნიერად და რაც მთავარია – სისულელეების გარეშე. ავე.

ნუ გეშინიათ, ჩემო ქმნილებანო, უბადრუკნო და არაფრის მაქნისნო, მოლაპარაკენო თუ უტყვნო. ყველას მოგმართავთ თქვენ მე, თქვენი შემქმნელი და შემოქმედი.

ბევრი ღვთჳური წუთი ვიფიქრე თუ  ცოტა, მივედი იმ დასკვნამდე, რომ სამყაროს ეს ვერსიაც არ ვარგა, არაფერში არ შეიძლება მისი გამოყენება და ესქპონატადაც, რომ დავფიქრდეთ, არ გამოდგება, ნი ტო შტო ჰადესის სიმახინჯეების მუზეუმს შეგწიროთ, ან სულაც ჯოჯოხეთში გაგამგზავროთ და მთელი თქვენი სიამაყე და სამყაროს ცენტრობა ერთ წამში დავანგრიო და ვაქციო არაფრად, ერთ რიგით ღირსშესანიშნაობად ლუცის ბარში.

მოკლედ, მოდი ვიზამ ასე, მთელი სამყაროს განადგურება მენანება მაინც, ასეთი ლანდშაფტები გავაკეთე, ასეთი შესანიშთავი ტბები, ზღვები… თევზებს და რაღაც მსგავს ფინტიკლუშკებს დავტოვებ ზღვებში, ხმელეთიდან ვიშე ტრავი ი შუმნეე ვადი ვინაცაა, მაგათ მოვქესტავ, ჩემ ბიჭს კიდევ ვეტყვი, რომ გაქრნენ, ერთ პატარა აფეთქებას მოვაწყობ და ”ვაიმე, იცი რა მოხდა ჯიზიკ, ჩვენ გაკეთებულ სამყაროს მეტეორიტი დაეცა და შენი საყვარელი დინოზავრიკები დახოცა”. ნუ, ტირილით რომ არ გასკდეს, ხომ ვიცი მაგის ხასიათი, დედამისივით ჯიუტია (ეჰ, კიდევ ერთხელ, ლუცი…), ავდგები და პატარ-პატარა ხვლიკებს დავუტოვებ, დინოზავრებია, ოღონდ პატარები-თქო, ვეტყვი.

მაგრამ მარტო თამაშშიც ხომ არაა საქმე, ბარემ ”ა.დ.ა.მ.” -ის საცდელ ვარიანტსაც ავამუშავებ და მასზე ვაწარმოებ დაკვირვებებს, თუ გძეტა ერთ კვირაში ყველაფერი არ დაიქრეშა, მაშინ მეორე პროექსტს – ”ე.ვ.ა.” -სად ავამუშავებ. (დაწვრილებით ამ პროექტებს ა.დ.ა.მ. და ე.ვ.ა. შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამის ლინკებზე). მართალია ამის მერე მციდერი მოდიფიკაციები ჩავატარე, მაგრამ ჯერ ყველაფერი გამოცდის რეჟიმშია.

ასე რომ ცოტა ხანში ყველაფერი შეიცვლება… ემზადეთ ”ა.დ.ა.მ.” -ის შემდგომო მოდელებო…

Marihuana, originally uploaded by broken_birdie.

მაშ ასე, ბატონებო და ქალბატონებო, დიდებო და პატარებო (18 წლამდე ღლაპები ნუ წაიკითხავთ), ადამიანებოდა და არამარტო. წარმოგიდგენთ ჩემს უახლეს ქმნილებას, რომლის შექმნაზეც დიდი შრომა დავხარჯე, მაგრამ მგონი შედეგმა გაამართლა.

ჯერ კიდევ ორი ზეციური წლის წინ ჩამჩიჩინებდა ჩემი მთავარანგელოზი, სულ ამ ბოსტნეულს და ხილს რომ ქმნი, ერთი ისეთი რამეც გააკეთე, სხვანაირი გამოყენების წესი რომ ჰქონდესო, მეც სულ ვპირდებოდი – კი, აი დღეს არა და ხვალ, ხვალ არა და ზეგ-თქო, მაგრამ გუშინ რაღაც აღმაფრენა მეწვია, შექმნის მუღამზე მოვედი, თანაც დიდი ხანია უკვე ახალი არაფერი დამიმატებია ჩემი სამყაროსთვის… ჰოდა ესეც ბალახი, რომელიც სხვა თუ არაფერი ლამაზია, მართალია კეთებისას ცოტაოდენი ღვთიური ჩაი გადამესხა ესკიზზე, რომლითაც დაღლილი როცა ვარ და არაფერზე ფიქრის თავი არ მაქვს, მაშინ ვისვენებ და მუზების მოხმობაში მეხმარება ხოლმე, მაგრამ ეგ არაფერი, ეს დამატებით თვისებებს შესძენს ამ ბალახს და იმედია ადამიანები მალე აღმოაჩენენ მის ამ ”ღვთიურ” თვისებებს. თუ ვერ აღმოაჩენენ და თავად იდარდონ, მე ჩემი ჩაი კი მაქვს :D

Jesus Is Alive

Jesus Is Alive / God Isn’t Real, originally uploaded by Keats Cybrid.

ამ სურათს რომ უყურებთ, კი ნუ იმასიზამთ ახლა მთლად, აი ნახეთო, რა ამბავშიაო… მთვრალი ვიყავი ცოტა არ იყოს აქ და სადღაც დავბოდიალობდი, ზუსტად არ მახსოვს, მგონი ჯოჯოხეთშიც ვიყავი, ზევსსაც ავუარე…არა, არა, ზევსს თავიდან ავუარე, მერე შუალედი წაშლილია მეხსიერებიდან და ბოლოს დილით გამაღვიძა თავის ტკივილმა.

არა რა, არ შეიძლება ასე.

ე.ვ.ა.

საოცარია პირდაპირ რამდენის მოფიქრება შეუძლია ღვთაებრივ გონებას :თავისქების სმაილიკი: . ა.დ.ა.მ. -ის საცდელი მოდელი უკვე დავამზადე და ვნახოთ, თუ გაამართლებს, სერიულ წარმოებაში ჩავუშვებ ალბათ… ვნახოთ, ვნახოთ. ჯერჯერობით მოდელი სადემონსტრაციოა და ცუდად მუშაობს, მაგრამ ვნახოთ, დავამატებ მერე რაღაც-რაღაცეებს.

ახლა  პარალელურად ახალ პროექტზე დავიწყე მუშაობა – ე.ვ.ა. (ერთეულოვანი ვაგინის აპარატი). ჯერ მხოლოდ მონახაზის და კონცეფციის სტადიაში ვარ, მაგრამ დამოუკიდებელ არსებად გაკეთებას ჯერ არ ვაპირებ, ალბათ უფრო დამხმარე ხელსაწყო იქნება ადამისთვის… ნუ ჩემთვისაც, ადამის ტიპის არსებების სერიულ წარმოებას თუ მივყავი ხელი, ტექნოლოგიურ პროცესს ძალიან გამარტივებს. ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, ვნახოთ, დრო გვაჩვენებს (მგონი დრო შევქმენი უკვე).

აგე როგორ გამოიყურება ა.დ.ა.მ. -ი (პირველი მოდელი):

ა.დ.ა.მ.

ზუსტად რომ დაკაწილის. სხვათაშორის მიკვირდა ყოველთვის, რომ აქამდე არ გამოჩენილა თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი, რომელიც იტყოდა, რომ მე არ ვარსებობ და ვიღაცის ავადმყოფურ გონებაში წარმოშობილი ილუზია ვარ, მოჩვენება. და აი, ისიც გამოჩნდა…

ამიტომაც მე იძულებული გავხდი რომ ერთის მაგივრად ყველასთვის ამეფარებინა პირზე ხელი, და ეს მე გავაკეთე. დღეიდან და მუდამ (სანამ არ გამოსწორდებით და ღმერთის ფუნქციებში ჩარევას არ შეწყვეტთ), სპამის პროტექტორი ჩართულია და ის გიყურებთ მარად და მუდამ, დროის იმ იშვიათ მომენტებშიც კი, როდესაც მე აქ არ ვარ.

ასე რომ არალეგალური პოსტვა, რელიგიური გარჩევები და სხვა მსგავსი, ღმერთის დღიურს რომ არ ეკადრება ისეთი რამეები გაივლის ღვთიურ ცენზურას. დიახ, დიახ, ზუსტად რომ ცენზურას. არანაირი დემოკრატია სამოთხის მინდვრებზე. დემოკრატია ლუციფერის მოგონილია.

არ გინდოდათ არადა არც რძე და არც ყველი, რა ჩემი ბრალია…

რა უცნაური შეკითხვაა არა? თითქოს ღმერთი ვარ და არაფერი არ უნდა მსიამოვნებდეს. მაგრამ არაა ეგ მასე. პირიქით მე გამომდინარე ჩემი ღვთიურობიდან (ღვთობიდან), ყველა გრძნობა უსასრულოდ ბევრი მაქვს, ტკივილიც, სიყვარულიც, სიამოვნებაც.

სიტყვაზე ადამიანს თუ ჭირდება ღორივით ჩასკდეს ღვინით რათა სიმთვრალე და ბედნიერება იგრძნოს, მე ნულოვანი რაოდენობის ღვინითაც ბედნიერი ვარ, რაღაც დოზა კარგი რამე თუ ჭირდება ადამიანს, რომ ესიანოვნოს, მე არაფერი არ მჭირდება, მე სულ ნასიამოვნები ვარ, მე სულ ბედნიერი ვარ, მე ყოველთვის ყველა და ყველაფერი მიყვარს… მე ხომ ღმერთი ვარ, ბოლოს და ბოლოს.

ასე რომ, არ მინდა ცუდად გამიგოთ, მაგრამ ტყუილად ცდილობთ რომ რამით მასიამოვნოთ, მე ისედაც მუდამ ნასიამოვნები ვარ.

ათე

პრიკოლ ნუ, პრიამო პრიკოლ…

ჯერ იქედან დავიწყოთ, რომ  არ მესმის ამ ადამიანების, რა აუცილებელია ვიღაცისტობა უფრო უარესი – ვიღაცასტობა და მერე კიდევ ამ დონის ვიღაცისტობა. ნუ კარგი ბატონო, ვარსებობ მე, არსებობს აგერ, შენ ხარ ჩემი ბატონი ზევსიც, ჰადესიც და ყველანი ვარსებობთ, თუნდაც გამომდინარე იქედან, რომ ამ ბლოგს ვწერთ, ათეც არსებობს (ეც ჩათლახი ეგა)… მაგრამ ეს -ისტობა რათ გინდათ, რატომ ხოცავთ ერთმანეთს? აიღეთ მაგალითი ჩვენგან, აბა მე და ზევსი თუ ვუნახივართ ვინმეს წაჩხუბებულები? ან ჰადესი და ათე? არა ხო? ვართ აგერ წყნარად, მშვიდად, ზეცაში ადგილი ყველას გვყოფნის…

ასე რომ, როგორც ამბობდა ჩვენი ძმა ათე -  Ррразговорчики отттставить!!! ვოტ ტაკ, ვოტ.

დღეს სახელოსნოში რომ ვჩხირკედელაობდი, რაღაც საშინელმა გრიალმა გადაუარა სამოთხის მინდვრებს. ეგრევე, ტაოტიანი ხელებით, გამოვვარდი გარეთ. ოლიმპოს მთიდან მოდიოდა ხმა. ეტყობა ზევსი ისევ მთვრალი მიბრძანდა სახლში, ნიმფების და ფერიების სუნად აქოთებული და ახლა ბუინობდა - ჰერმესი გააღვიძე, პიანინოზე უნდა დავაკვრევინოო. ჰმ, წაიღო რა მაგანაც ტვინი…

სახელოსნოში კი ერთ ფრიად საჭირო რაღაცას ვაკეთებდი, დღე-ღამის ციკლების ავტომატიზაციის კონტროლის მექანიზმს, ამომივიდა უკვე ყელში ყოველ დილით მზის ჩართვა და ღამით გამორთვა. ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე და არის ერთი კვირა სულ მზე. ეგრე დამრჩა ამასწინათაც ჩართული და ნახევარი სამყარო უდაბნოდქცეული დამხვდა და მეორე ნახევარი გაყინული. მომიწია მერე კაი შრომა აღდგენაზე. ასე კიდე კაია, გათენდება – ამოვა მზე, დაღამდება – ჩავა. ყველაფერი იქნება კაკ პა მასლუ და მეც მეტი დრო დამრჩება ჩემი ახალი ქმნილების დასამთავრებლად,  ღმერთის მაგვარ მოდელს ვქმნი, კოდური სახელწოდებით ”ა.დ.ა.მ.” რაც იშიფრება ასე:  ”არა დესტრუქციული არსების მოდელი”. ვნახოთ რა გამოვა.

განმარისხა ადამიანთა უმეცრებამ და სისულელემ. ეგაა რა, პახმელიაზე გაკეთებული კაი გამოვიდოდა რამე? თუმცა არ მომიყოლია ხომ ჯერ, როგორ შევქმენი ადამი? ეგ არაფერი, მოგიყვებით მერე, ახლა განრისხებული ვარ და ჩემი რისხვა უნდა მივმართო საითმე.

განრისხების მიზეზი კი ისევ და ისევ ადამიანები არიან, უფრო სწორად მათი თავხედობა. რეებს აკეთებენ ჩემი სახელით? ვინაა მაგათი ”წვერებიანი ბაბუა”? რამდენი ვინმეს ფეხი აუსრიალდება და წაიქცევა, იმდენი ჩემი ხსენება გაგონილა? ”ღმერთს ასე სურდა”, ”უფალმა ასე ინება”… რა იცით თქვენ რა მინდა მე? იმ შავფორმიანებს უჯერებთ, ჩემი სახელით რომ ცხოვრება აიწყვეს?

არ გამაბრაზოთ, იცოდეთ!

Older Posts »